მერია – ჯუმბერ იზორია მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერას აგრძელებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების ცნობით, მერმა ამჯერად საკუთარი სახელფასო ფონდიდან თანხა მორიგ ხუთ მრავალშვილიან დედას გადასცა. მერი მრავალშვილიან დედებს მერიაში შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.