ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ჩხოროწყუში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, შუქნიშანი ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების კვეთაზე დამონტაჟდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 272 227 ლარს შეადგენს. ასევე, შუქნიშნების მოწყობა იგეგმება ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობისა და შენგელიას ქუჩების გადაკვეთაზეც. პროექტი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სატრანსპორტო მოძრაობის...

