შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება.

