15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება.

საქართველოს 142-ე პატრიარქი შიო მუჯირი გახდა

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა....

9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამნოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...

ჩხოროწყუში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

ქალაქ ჩხოროწყუში, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის. ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.   “მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით – 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით,...

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.