ბათუმის ახალგაზრდულ ფესტივალზე ჩხოროწყუდან 7 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

2-6 ივნისს, ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.ღონისძიებაში მონაწილეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 7 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი მიიღებს. ჩხოროწყუელი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში: მძლეოსნობაში, ტაეკვანდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მოადგილესთან და სასპორტო სკოლის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდა ჩხოროწყუელ სპორტსმენებს...