დაცული ტერიტორიების საააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. უწყების ცნობით, ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს და მისი ფართობი 37 074 ჰექტარს შეადგენს. “ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ტერიტორიაზე...

