დღეს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნურ გარბენში შეჯიბრება გაიმართა. შეჯიბრების გამარჯვებულებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და მერის მოადგილე თამარ ქობალიამ დიპლომები და მაისურები გადასცეს. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. საერთაშორისო ოლიმპიური დღე, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაარსების თარიღს უკავშირდება, 1948 წლიდან...

