დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუნიციპალურმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყო. ახალი სერვისი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა 20-ადგილიანი, 4 ერთეული სამგზავრო ავტობუსი, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური ავტობუსები სატესტო...

