ჩხოროწყუმ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა. ფესტივალში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რომლებმაც მაყურებელს საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ტრადიციები მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით გააცნეს. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერი იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად...