გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე...

