"1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
Blog
დღეს, ჩხოროწყუ “მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს
დღეს, ქალაქი ჩხოროწყუ "მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიება, დღეს 19 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. •19:00 – 20:00 ფონური მუსიკა •19:00 – 21:30 ადგილობრივი...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...
ჩხოროწყუში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში სამუსიკო სკოლის ორგანიზებით, ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ქართული ხალხური მელოდიები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...
ჩატარდა ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...
სასწარფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებში გადანაწილდება
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.
ბავშვთა დაცვის დღე ჩხოროწყუში
დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში ცეკვისა და სიმღერის საბავშვო ანსამბლებმა, ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა კონცერტი ჩაატარეს. ქალაქის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა...
ჩხოროწყუში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახუთსა და სარაქონში. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე...










