კომენდანტის საათი ჯერ-ჯერობით ძალაში რჩება

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

სოფიო გოგოხიას ტკბილი ტვირთი

"ჩხოროწყუელების" პირველი სტუმარი, სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხიაა. დიახ, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ფინალისტიდან ერთ-ერთი, ჩვენი თანამემამულე, ჩხოროწყუელი. სოფო ამბობს, რომ არის მეუღლე და სამი შვილის დედა და საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებს მისი ოჯახური ცხოვრების გაგრძელებაა. "სკოლაც სახლია. მასწავლებლის ცხოვრება...