21 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან...

ჩხოროწყუში ზაზა კილასონიას შემოქმედებით საღამო გაიმართა

ჩხოროწყუში, კომპოზიტორისა და მსახიობის ზაზა კილასონიას შემოქმედებით საღამო გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის საავტორო კონცერტზე "მშვიდობა მსოფლიოს” მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარი პროგრამით წარსდგა. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს დაინიშნა

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. “ჯამში ამოღებულია...

უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...

ჩხოროწყუში პირველობა ფრენბურთში მოყვარულებს შორის დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში მოყვარულებს შორის დასრულდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 11- მა გუნდმა მიიღო. ფინალში ერთმანეთს პირველი და მეორე ჭოღას გუნდები დაუპირისპირდნენ. მუნიციპალიტეტის ჩემპიონობა მეორე ჭოღას გუნდმა მოიპოვა. ტურნირის ფინალს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა დაესწრნენ და გუნდებს გამარჯვება მიულოცეს. ასევე, საპრიზო ადგილის...

22-24 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....