30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

“ჩხოროწყუობა 2025” გაიმართა

დღეს, ჩხოროწყუში "ჩხოროწყუობა 2025" გაიმართა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 9 ადამიანს მიენიჭა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი. ტრადიციული კერძების დაგემოვნება...

26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...

“ჩხოროწყუობა 2025” გაიმართება

28 სექტემბერს, ჩხოროწყუში, გაიმართება "ჩხოროწყუობა 2025“. იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა: 11:30 "ჩხოროწყუობა 2025-ის” გახსნა. 12:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. 12:30 დღის კონცერტი - ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. 13:30 აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმის გახსნა. 17:00 გალაკონცერტი (ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია). ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა ეთნოკუთხეები, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. ჩატარდება სპორტული ღონისძიებები,...

“ნაფიჩხოვობა” (ომარტობა) გაიმართა

ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი "ნაფიჩხოვობა" (ომარტობა) გაიმართა. სოფელში ის ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.

21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...

ნაფიჩხოვოში, სახალხო დღესასწაული “ნაფიჩხოვობა“ გაიმართება

21 სექტემბერს, სოფელ ნაფიჩხოვოში, სახალხო დღესასწაული "ნაფიჩხოვობა“ (ომარტობა) გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 11:00 საათიდან ჩატარდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები: ტურნირი მკლავჭიდში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ტურნირი ჭადრაკში (ბლიცი) ტურნირი შაშში ტურნირი ნარდში მუნიციპალიტეტის პირველობა ჭიდაობაში 14:00 მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში 15:00 საათზე გაიმართება კონცერტი გოგონათა ბენდ ,, ექოს” მონაწილეობით სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის...

ჩხოროწყუს საჯარო სკოლებმა 175 პირველკლასელი მიიღეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლებში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სასწავლო დაწესებულება მეორე ცვლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 175 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცა. მოსწავლეებს...

18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

ცოტნე სორდიას მორიგი წარმატება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც 35 ქვეყნის 2000-ზე მეტი კარატისტი მონაწილეობს, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი სპორტსმენებიც გამოდიან. კარატისტმა ცოტნე სორდიამ -60 კგ. წონით კატეგორიაში 24 მონაწილეს შორის წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა პირველი ბრძოლა პოლონელ კარატისთან დათმო, რომელიც ფინალში გავიდა და...