16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ხაბუმეში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477 ლარით ფინანსდება. უწყების ცნობით, ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება. ხიდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....

გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...

წყალმომარაგების კომპანია: ქალაქ ჩხოროწყუს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა შენდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ჩხოროწყუში წყალმომარაგების ახალ სისტემებს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე შესრულებულ სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ წყალმომარაგების ქსელი, სათავე ნაგებობაზე...

ცოტნე სორდია პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონია

21 წლის ახალგაზრდა ჩხოროწყუელმა კარატისტმა, საქართველოს ნაკრების წევრმა, ცოტნე სორდიამ მაროკოს ქალაქ რაბათში გამართულ პრემიერ ლიგის ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა -60 კგ წონით კატეგორიაში. ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ცოტნესთვის ეს არის პირველი გამოსვლა და დიდი წარმატება WKF-ის აღნიშნულ ასპარეზობაზე, რომელიც საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი კატეგორიის შეჯიბრებას განეკუთვნება.

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...

1 ივნისი ჩხოროწყუში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა საბავშვო კონცერტი სტუდია ,,მარგალიტების“, “აისისა” და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა. გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. მთელი დღის...

31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მერია: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ივნისში დაიწყება

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში ივნისის თვეში დაიწყება. მიმდინარე წელს...