“დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შეუერთდა

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას "დავასუფთაოთ საქართველო“ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შეუერთდა. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ მიიღეს მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქუჩები და მდინარის სანაპიროები. დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორ თამთა ჭითანავასა და...

ირაკლი ღარიბაშვილი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცა

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამჟამად სამეგრელო-ზემო...

სოციალურად დაუცველი ბავშვები, 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

“Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, “Starring Georgia-ს“ იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები: „Nile Rodgers & Chic“...

ჩხოროწყუში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები ჩაუტარდათ

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯმა, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თვალის ოპერაცია ჩაატარა. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდნენ. თვალის ოპერაცა დღეს 26 მოქალაქეს ჩაუტარდა. ოპერაციამდე „ოფთალმიჯმა “ პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა, სადაც ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტები გამოვლინდნენ. აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...

ჩხოროწყუში სააღდგომო ნობათი გადაეცა შეჭირვებულ ოჯახებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათი მერიისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100-მდე სოციალურად დაუცველმა, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებმა , მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მარტოხელა...

ჩხოროწყუში ტენდერი გამოცხადდა საბავშვო ბაღის მშენებლობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...