ჩხოროწყუში აქტიურად ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი "განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების, ტროტუარებისა და ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს სამეგრელო ზემო- სვანეთის სახელმწიფი რწმუნებულის...
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრისა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვენელი პირები დაესწრნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან...
ჩხოროწყუში ახალი სკოლები აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ახალი საჯარო...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
ჩხოროწყუში ქალთა ეროვნული ლიგა იწყება
ხვალ, 11 მარტს, 15: 00საათზე, ქალაქ ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქალთა საფეხბურთო კლუბი "სამეგრელო“ პირველი ტურის შეხვედრას ქალთა ლიგა 2-ის გასული სეზონის გამარჯვებულ გუნდ "ბათუმთან“ გამართავს. "ერთად ვუგულშემატკივროთ "სამეგრელოს".-ნათქვამია ინფორმაციაში.
ლესიჭინეში საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის...
ჩხოროწყუში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში...
სოციალურად დაუცველ ნანული კვიტატიანს ჩხოროწყუს მერია დაეხმარება
ჩხოროწყუში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ნანული კვიტატიანის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოადგილესთან, მერის წარმომადგენელთან, ქალაქის მაჟოროტარ დეპუტატთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. დაზარალებულ...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...