საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები განიხილეს. ხაზი გაესვა პროექტების შესაბამისი სტანდარტებით შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე იმსჯელეს 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...
გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. მინისტრმა უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა...
მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10,...
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი უერთდება
დღეს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა ინტერაქციულ...
29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს...
პირველი იანვრიდან საქართველოში სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარება იკრძალება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელებს. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში...
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-30 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...
ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების...
მომდევნო დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 22-24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება....
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014...










