ამ წუთებში, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო-სვანეთის წლის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი გახდა ჩხოროწყუს აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი მელორ ცქვიტარია.
საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის პირობებსა და მასში მონაწილეობის კრიტერიუმებზე საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაინტერესებულ პირებთან გამართა. ინფორმაციისთვის: სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ჩხოროწყუში აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუში აქტიურად ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი "განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების, ტროტუარებისა და ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს სამეგრელო ზემო- სვანეთის სახელმწიფი რწმუნებულის...
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრისა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვენელი პირები დაესწრნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან...
ჩხოროწყუში ახალი სკოლები აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ახალი საჯარო...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
ჩხოროწყუში ქალთა ეროვნული ლიგა იწყება
ხვალ, 11 მარტს, 15: 00საათზე, ქალაქ ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქალთა საფეხბურთო კლუბი "სამეგრელო“ პირველი ტურის შეხვედრას ქალთა ლიგა 2-ის გასული სეზონის გამარჯვებულ გუნდ "ბათუმთან“ გამართავს. "ერთად ვუგულშემატკივროთ "სამეგრელოს".-ნათქვამია ინფორმაციაში.
ლესიჭინეში საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის...










