გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა. “მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს, არ განახორცილონ მსგავსი მოქმედება, გადაწვის...

ჯანდაცვის სამინისტროს, რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...

დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო. მუხურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა-გამრავლების...

9-11 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...

5 ივლისს, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...

1-3 ივლისამდე არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...

ჩხოროწყუში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნური გარბენი, ველო გარბენი, ტურნირი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში,საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ტაიკვანდოში ჩატარდა. ღონისძიებაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, სერტიფიკატებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და მაისურებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა. ასევე, ოლიმპიურ დღესთან...

„პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა

ფოთში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა. პლენერის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ერთი კვირის განმავლობაში 20-მდე ფერწერულ ნამუშევარს შექმნიან. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, წელს, ღონისძიებაში, ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ მხატვრები ლატვიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ირლანდიიდან, აზერბაიჯანიდან და ბულგარეთიდან. „პალიტრა ფოთი“ ტრადიციული პლენერია და მისი მიზანი სახვითი...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების და საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში 150, ხოლო ნაფიჩხოვოში 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. უწყების...