15 სექტემბრიდან მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა შეეძლებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეძლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას. უწყების ცნობით, შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება. დასრულებულია, ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კორონავირუსით ჩხოროწყუს მცხოვრები გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 178 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 41 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...

“საქართველოსთვის” ჩხოროწყუში მერობისთვის გიორგი აბსარიძე იქნება

დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად შენგელი ჯიქია დაასახელა.

სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყებენ

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.