საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. “2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც...

უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. “ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე. “საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების...

ჩხოროწყუმ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა. ფესტივალში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რომლებმაც მაყურებელს საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ტრადიციები მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით გააცნეს. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერი იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად...

ხვალ, ჩხოროწყუ, ფოლკლორულ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს

15 ივლისს, 17:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს. ფესტივალში, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვან პროგრამას წარადგენენ. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა ხელნაკეთი...

14-16 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

ჩხოროწყუში მუნიციპალურმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყო

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუნიციპალურმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყო. ახალი სერვისი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა 20-ადგილიანი, 4 ერთეული სამგზავრო ავტობუსი, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური ავტობუსები სატესტო...

პლასტმასის შეზღუდვა კვების ობიექტებში გადაიწია

ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო...

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.