საქართველოს მასშტაბით, პირველად, ჩხოროწყუში, მეგრულ ენაზე ინტელექტუალური თამაში "ემუორე მუორე" ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ასოციაცია "აფუნის" დამფუძნებელი თეონა ახალაია გახლდათ. თეონა ახალაია: "შევქმენი ა(ა)იპ ასოციაცია ,"აფუნი", რომელიც მეგრულად გაზაფხულს ნიშნავს. რა მიზნებს ისახავს? - მხოლოდ გაქრობის პირას მდგომი ქართველური ენების (მეგრული, ლაზური, სვანური) გადარჩენას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. იგი თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკისგან....
ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და...
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
ჩხოროწყუში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები. შექმნილ მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე...
ლესიჭინეში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო
სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და ჩატარდა დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის განხორციელებით ეგიარზენის უბანში მცხოვრებ 112 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა. ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში. წყალმომარაგების...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის...
ჩხოროწყუში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღს ეწვია და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერმა პირველკლასელებს საჩუქრად გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი საშინაო მეცადინეობებისათვის საჭირო წიგნ-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა...
ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის, აბაშის მუნიციპალიტეტში კი, 0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0, 82 კუბური მეტრი ძელისა და 0, 75...