ჩხოროწყუში სააღდგომო ნობათი გადაეცა შეჭირვებულ ოჯახებს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათი მერიისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100-მდე სოციალურად დაუცველმა, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებმა , მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მარტოხელა და შშმ პირებმა მიიღეს.

მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტი გაიცა ასევე ,, საქართველოს წითლი ჯვრის საზოგადოების“ ჩხოროწყუს ფილიალის მიერ.