9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლება პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია....
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...
ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება
სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. უწყების ცნობით, სამუშაოებს შპს "მაგნისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ის“ ფილიალი საქართველოში ახორციელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
31 მარტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა- “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში დაჯილდოვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერი საბაზო საფეხურის (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დამთავრებისთვის მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ ლია ჯალაღონიასთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მიულოცეს მათ მიღწეული...
მელორ ცქვიტარია-საუკეთესო პედაგოგი
ამ წუთებში, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო-სვანეთის წლის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი გახდა ჩხოროწყუს აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი მელორ ცქვიტარია.
საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის პირობებსა და მასში მონაწილეობის კრიტერიუმებზე საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაინტერესებულ პირებთან გამართა. ინფორმაციისთვის: სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.