დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დავით გახარია. სამუშაო შეხვედრაზე 11 ივლისის სტიქიის შედეგებსა და პრევენციაზე ისაუბრეს, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებები...

15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი...

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. “ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუში მეორე ტური გაიმართება მერობის კანდიდატებს დავით გოგუასა და ბადრი ქარჩავას შორია შორის. დათო გოგუამ ხმების 43.29% აიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ბადრი ქარჩავამ 35.1%. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა...

“ქართულმა ოცნებამ” ჩხოროწყუში მერობის კანდიდატად დათო გოგუა წარადგინა

“ქართული ოცნების” ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატად დათო გოგუა წარადგინა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად ბადრი ქარჩავა დაასახელა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა. ნიკა მელიამ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად წარადგინა ბადრი ქარჩავა.