სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე...
ჩხოროწყუში საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება
10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 12 ივლისი...
ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია დასრულდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა სოფელ ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ფასადები, სველი წერტილები, გამოიცვალა იატაკი, კარ-ფანჯრები და ჩატარდა ოთახების კოსმეტიკური სამუშაობი. ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე სოფელ ახუთსა და მუხურში. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ჩატარდება.
ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების წარდგენაზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების წარდგენა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტეტის ახალგაზრდები, მათ შორის, ახალგაზრდული სათათბიროს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები...
ჩხოროწყუში სპექტაკლ “სალამურას” პრემიერა გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა "ყირამალა“ მაყურებელს სპექტაკლ "სალამურას“ პრემიერა წარუდგინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლი არჩილ სულაკაურის ნაწარმოების "სალამურას“ მიხედვით დაიდგა და სცენაზე დათიკო დარსალიას რეჟისორობით იქნა წარმოდგენილი. სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.










