საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
კირცხის, ლესიჭინესა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთულებში სახიდე გადასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2022 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, კირცხის, ლესიჭინესა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთულებში სახიდე გადასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება. ეწყობა სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები, შიდა საუბნო გზები. +6
ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბერს, 14:00 საათზე კულტურის ცენტრისა და მერიის მიმდებარედ, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება. • 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული • 14:00-19:00 - საბავშვო...
განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
“საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება” მონაწილეები სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მონაწილეები სერტიფიკატით "იყავი მეწარმე“ დაჯილდოვდნენ. პროექტს "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ,, JA GEORGIA” ახორციელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას, ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა. პროექტში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხაბუმეს,...
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა
რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ...
25 ნოემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
25 ნოემბერს, 12:00 სთ -ზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე განიხილება ,,ჩხოროწყუს მუნუციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი"-ს პროექტის საჯარო განხილვა.
“B“ და “BE“ კატეგორიების მართვის უფლებისთვის გამოცდის ჩაბარებას ზუგდიდშიც შეძლებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...
ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო კლუბი “სამეგრელო“ ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა
ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე "სამეგრელომ“ ქალთა ეროვნული ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,დინამო სოხუმის" წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გუნდს გარდამავალი თასი გადეცა. გულშემატკივრებთან ერთად მატჩს ესწრებოდნენ და ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,სამეგრელოს“ გამარჯვება მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო...










