პირველი ქართველი მფრინავი ჩხოროწყუდან

ბესარიობ ქებურია, პირველი ქართველი მფრინავი, ჩხოროწყუელი იყო, ქვედა ჩხოროწყუდან. დაიბადა 1870 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, 15 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. ვიკიპედია წერს: თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა სწავლა. 14 წლის ასაკში ჩხოროწყუდან გაჰყვა მწყემსებს ფოთში. იქ ჩასულმა პირველად დაინახა მატარებელი, რამაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე,...

ჩხოროწყუელების ჯანმრთელობის დაცვის სათავეებთან

ეუფროსი თაობის ადამიანებს დღესაც ახსოვთ რუსეთის თვითმყრობელობის დროინდელი მდგომარეობა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ამ მიმართულებით კუთხის მოსახლეობა სრულიად დაუცველი იყო. რაიონის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ექიმი-ჭოღელი ნიკო შენგელია და მისი ორი თანაშემწე მუშაობდა. 1930 წელს საქართველოს კპ ჩხოროწყუს რაიკომის ბიურომ მიიღო დადგენილება ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფოს გახსნის თაობაზე, მაგრამ მისი კადრებით დაკომპლექტება მეტად...

ოცინდალეს მონასტერი და მღვიმეები

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. გადმოცემით, ტაძარი, თამარ მეფეს განუახლებია. ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი ყოფილა. ეკლესია, განსაკუთრებით, გიორგობის დღესასწაულებზე ცოცხლდება. აქ, სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბება მოსახლეობა. მედია წერს, 1923 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლება მასობრივად აუქმებდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ,...

ჩხოროწყუს მუზეუმში დაცული ისტორია

ვიკიპედია ამბობს: "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) და სხვა საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის,...

“შენ პატარა პარიზი ხარ…”

მემატიანე წერს,-1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით), მღვდელ-დიაკვნების გალობით, ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალით, ადგილი, ჩხოროწყუს ეკლესია იყო აგებული, "ჩხოროწყუდ" მოინათლა. მერე ამ ადგილზე, ბაზრობა "იარმარკობა" იმართებოდა წლების განმავლობაში. ეს ტერიტორია, ანუ "ჩხოროწყუ", 1917 წლამდე, ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი, ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია. ჩხოროწყუს "ბიოგრაფიაში" ბევრი...