ჩხოროწყუელების ჯანმრთელობის დაცვის სათავეებთან

ეუფროსი თაობის ადამიანებს დღესაც ახსოვთ რუსეთის თვითმყრობელობის დროინდელი მდგომარეობა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ამ მიმართულებით კუთხის მოსახლეობა სრულიად დაუცველი იყო. რაიონის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ექიმი-ჭოღელი ნიკო შენგელია და მისი ორი თანაშემწე მუშაობდა.

1930 წელს საქართველოს კპ ჩხოროწყუს რაიკომის ბიურომ მიიღო დადგენილება ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფოს გახსნის თაობაზე, მაგრამ მისი კადრებით დაკომპლექტება მეტად ძნელი აღმოჩნდა. გადაწყდა, უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად, თბილისში მიევლინებინათ სამედიცინო მუშაკის კვალიფიკაციის დაუფლების სურვილის მქონე რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის იყვნენ: აკაკი ქვარცხავა და ლუკა წურწუმია, ხოლო სამსონ ჩოკორაიამ ფერშლის პროფესია მიიღო. ისინი დაუბრუნდნენ მშობლიურ რაიონს და სხვა მოწვეულ ექიმებთან ერთად, ჩადგნენ ჯანდაცვის სამსახურში.

1940 წლისთვის, რაიონის სოფლებში შექმნილი იყო 10 საექიმო უბანი, 2 საფერშლო პუნქტი, 2 საავადმყოფო, 5 საბებიო პუნქტი, რაიონული ამბულატორია სხვადასხვა კაბინეტებით, 3 ლაბორატორია, რაიონული აფთიაქი, რომლებსაც ემსახურებოდა 16 ექიმი, 2 ფარმაცევტი და 32 ექიმის თანაშემწე. მათ მუშაობას კოორდინაციას უწევდა ჩხოროწყუს ჯანდაცვის განყოფილება და მისი გამგე სერგო ტიტვინიძე. თანდათანობით, რაიონი მოიცვა ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა ფართო ქსელმა. საავადმყოფოები გაიხსნა მუხურში, ლესიჭინეში, ხაბუმეში, ახუთში, ნაფიჩხოვოში,კ ირცხში. 1977 წლისთვის, რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს ემსახურებოდა 45 სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, მათ შორის 8 საავადმყოფო 315 საწოლით, 9 დამოუკიდებელი საექიმო ამბულატორია, 8 აფთიაქი. ჯანმრთელობის კერებში მუშაობდა 56 ექიმი და 354 საშუალო სამედიცინო პერსონალი. 1987 წლისთვის, ექიმთა რიცხვი გაიზარდა 80-მდე, ხოლო საშუალო-სამედიცინო პერსონალის რაოდენობამ შეადგინა 428. საავადმყოფო დაწესებულებებში საწოლთა რაოდენობამ შეადგინა 428. საავადმყოფო დაწესებულებებში საწოლთა რაოდენობა 1980 წელს იყო-340, ხოლო 1987 წელს-382. ჩხოროწყუს რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგეებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: ნიკოლოზ ბენდელიანი, ლუკიანე ბერია, აკაკი დანელია, ნოე მიქაძე, პროკოფ ანთია, ბენო მალანია, მიხეილ ბოკუჩავა, ალექსანდრე მიქაია. რაიონის მთავარი ექიმები იყვნენ; შალვა პერტაია და გოგი ბერია.

სამედიცინო რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეიცვალა ხელმძღვანელობის სტრუქტურაც, შეიქმნა რაიონის ჯანდაცვის ცენტრი, რომელსაც ოთარ ქვარცხავა ხელმძღვანელობდა. საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრის ქეთინო გაგოშიძე უდგას სათავეში. ჩხოროწყუს სამშობიარო სახლი 1940 წელს გაიხსნა. მისი დამაარსებელი და პირველი გინეკოლოგი ნიკოლოზ მიქაია იყო. იგი 1979 წლამდე სამშობიარო სახლს შეუცვლელად ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მთავარ ექიმად სვეტლანა კვარაცხელიამ იმუშავა. სამშბიარო სახლში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმ-გინეკოლოგები: დალი ჩაბრავა, ლუიზა გოგოლაძე, ნონა კრილოვი, ექიმ-პედიატრები: ელისო ჯიქია, ნანა ბერაძე. მედიცინის დები-ალინა ნაჭყებია, ლეილა ბერულავა, ლეილა მორგოშია, ლორა ჯიქია, შუშანა ჩიტაია. სამშობიარო სახლში უმუშავიათ ექიმებს: ამალია ხუნტუას, ლევან მამალაძეს. მედიცინის დებს: ლოლა ჩიხლაძეს, ლენა ჩუხუას, ზოია გოლუბიანს, თამარ ვეკუას, ალინა გოგუას. სამშობიარო სახლის გახსნის დღიდან აქ დაბადებულა 19 ათასზე მეტი ბავშვი. სოფ.კირცხში 1997 წლიდან ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა სამკურნალო რეგიონალური ცენტრი, რომელიც არა მარტო კირცხს, არამედ მეზობელ ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის ახლო სოფლებსაც ემსახურება. ცენტრს სვეტლანა კვარაცხელია უდგას სათავეში. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, სამედიცინო რეფორმა თანდათანობით გზას იკაფავს და რეალობა ხდება. სუსტი მატერიალური-ტექნიკური ბაზის პირობებში რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები ემსახურებიან. სააქციო საზოგადოება ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფოს მთავარი დირექტორია რევაზ გახარია, ხოლო შ.პ.ს.ამბულატორია-პოლიკლინიკას იური ვეკუა ხელმძღვანელობდა. ექიმ ორდინატორებად მუშაობენ-ლუარა შენგელია და გალინა მალანია. აქვე მუშაობენ ნევროპათოლოგი-ვაკონა ჩხარჩალია, ბავშვთა ნევროპათოლოგი ნინო თოლორაია, ენდოკრინოლოგი თამარ საჯაია, პტიზიატრი-დონარა ბაძაღუა, დერმატო-ვენეროლოგი მაია გულუა, ოტოლარ-ინგოლოგი რობერტ ყურაშვილი, ოფთალმოლოგი-კუკური შამათავა. თერაპევტები: ზოია კაჭარავა, სიმონა ახალაია. პედიატრები: ირა ჯალაღონია, ლია ბერულავა. სტომატოლოგები: მზიურ კვაშილავა, ბადრი გოგუა, თენგიზ კვარაცხელია,ენვერ ქვარცხავა,თენგიზ ზედანია.სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის მთავარ ექიმად მუშაობს რუსიკო ჩიქოვანი,ბაქტერიოლოგია-მარინა დარსალია,სასწრაფო-სამედიცონო დახმარების მთავარ ექიმია–ნონა თოდუა,ექიმი-თინათინ საჯაია,კლინიკური ლაბორატორიის გამგე ნანული გაბედავა, ექიმი ია მალანია. ლაბორანტებად წლების განმავლობაში მუშაობენ: თალიკო და ნუნუ გოგუები, მანანა კვირტია, ფატიმა ნაჭყებია, ლეილა პერტაია, ნატაშა ჭედია. ექიმ-ლაბორანტი იყო: ნათელა გიგიბერია. ამჟამად კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია მისი ერთ-ერთი დამაარსებლის მარო გობეჩიას სახელს ატარებს.

რაისაავადმყოფოს აფთიაქს ხელმძღვანელობს კლარა ქირია. რაიონული აფთიაქის მმართველად სხვადასხვა დროს უმუშავიათ: ვლადიმერ ბაძაღუას, არსენ ახალაიას, კაპიტონ თოდუას, იამზე ჯალაღონიას, დემურ ნაჭყებიას. რაისაავადმყოფოში და პოლიკლინიკაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ცნობილი ექიმები: ჯოჯი ფულარია, ლავრენტ ჩიქოვანი, სპირიდონ მუკბანიანი, თეოფანე ჟვანია, დიანოზ, შურა ქებურიები, აკაკი ცირდავა, ტრიფონ საჯაია, აკაკი გაწერილია, გურამ ცქვიტაია, ნინა ჩხოლარია, ნინა ხუხია, პროკოფი ანთია, ფიცული შეროზია, ლენა ავალიშვილი, შუქურ საჯაია, დავით დარსალია, ისაკ ურიდია, ტიტე მშიდობაძე, ოლიფანტე ქობალია,ი ასონ კვირკველია, ვალიკო ჩოკორაია, ექვთიმე ვეკუა, თამარ გაბედავა, ცისანა რატიანი, დათიკო, დავით ჯალაღონიები, დავით ჭლაძე,კოტე ბერულავა, შოთა ლემონჯავა, ლია მალაზონია, ნონა ჩიქოვანი, ნონა რურუა, მაანანა ნაჭყებია, ნათელა გიგიბერია, ქეთინო ღურწკაია და სხვები; საშუალო სამედიცინო პერსონალი: ქსენია ბაძაღუა, თამარ, ტატიანა კიკიანები, ლიდა პაპასკირი, ლუდა თოლორდავა, მარო გობეჩია, კლარა ქვარცხავა, ვალია გახარია, ხუტა შელია, ამჟამად მათ ტრადიციებს აგრძელებენ: გული ფირცხელავა, მზია ცირგაია, ლამზირა გახარია, მზევინარ დარსალია, მაყვალა გაბისონია, ნაზი ჯალაღონია,ა ველინა ბაძაღუა, ლილი გოგუა, ნათელა კვირტია, ლუდა ჩიქოვანი და სხვები. რაიონის საზოგადოება არ ივიწყებს აგრეთვე ადრე მომუშავე ფერშლებს: ივანე ლორიას, ვანო ჭლაიას, ტრიფონ სიჭნავას, სპირიდონ შენგელიას, აქვსენტი დამენიას, იპოლიტე პერტაიას, ვალოდია და ოთარ დარსალიებს, რომლებიც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ.

რაიონის სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული კეთილსინდისიერი სამსახური სათანადოდაც დაფასებული იყო. მედიცინის 262 მუშაკს მკერდს უმშვენებდა ორდენები და მედლები. ალექსანდრე მიქაია დაჯილდოვდა-ღირსების ორდენით. “რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის” საპატიო წოდება მიენიჭათ-ნიკოლოზ მიქაიას, აკაკი ქვარცხავას, ლავრენტ ჩიქოვანს, სპირიდონ მუკბანიანს, შოთა შამათავას, აკაკი ცირდავას, შალვა პერტაიას, აკაკი გაწერილიას, დავით ჯალაღონიას.

რაიონში, რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე რაიონის მკვიდრთაგან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია ველოდი დარსალია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები არიან: კოტე გობეჩია, ნუკრი მიქაია, აგრეთვე აწ გარდაცვლილი დავით ლაზარია.

ტრადიციადაა დამკვიდრებული ექიმთა ოჯახები, სადაც ექიმის საპატიო პროფესიას შთამომავლობა აგრძელებს. ნიკოლოზ მიქაიას, ლავრენტ ჩიქოვანის, სიმონ ჩკორაიას, შუქურ საჯაიას ოჯახებიდან ხუთ-ხუთი ექიმი იღვწის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მათ გევრდით მრავალადაა ოჯახები, რომლებმაც სამი და მეტი “ჰიპოკრატეს ფიცის” გამგრძელებელი აღუზარდეს სამშობლოს.

ვლადიმერ გოროზია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *