ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ერთი ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა. ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ავტობუსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

მერია-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეწყობა სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელები. "აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად სამუშაოების მწარმოებლებს...