ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ერთი ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა.

ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ავტობუსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მოემსახურება.