თაიაში, კირცხსა და ლესიჭინეში გზის სარაებილიტაციო სამუშაოები იწყება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში, თაიაში, კირცხსა და ლესიჭინეში საავტომობილო გზის სარაებილიტაციო სამუშაოები იწყება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა შეასრულებს. დავით სიჭინავას მიერ მუნიციპალიტეტში კიდევ 4 პროექტი ხორციელდება. "აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დავით სიჭინავას შეხვდა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღუს მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა , ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი საჯაია, ამავე დაწესებულებისა და პროფკავშირის წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერმა მენეჯერებისგან ბაღებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მუნიციპალიტეტში 2...

ჩხოროწყუში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს...

ჩხოროწყუში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ქვედა ჩხოროწყუში, ახუთში, ლესიჭინეში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. "აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა...

ჩხოროწყუში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. შეხვედრას სოფელ ხაბუმეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელიადაესწრნენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ხაბუმეში, ჭოღაში, გარახასა და ნაკიანში გაიმართა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივების...

გიორგი გუგუჩია: რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და...

ჩხოროწყუში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ათეულობით საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დააზიანა ელექტრო ბოძები და სადენები. წააქცია ხეები. მთელი ღამე სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. დაზარალებულ ოჯახებში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია იმყოფება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ერთეულების უმრავლესობას არ მიეწოდება ელეტროენერგია....

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...

8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

ახუთში საჩიტაიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ახუთში, საჩიტაიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.მანძილზე დაიგება. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტოვანი გზის მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და თანხა 2 718 424 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე სანიაღვრე არხები. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი...