თაიაში, კირცხსა და ლესიჭინეში გზის სარაებილიტაციო სამუშაოები იწყება

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში, თაიაში, კირცხსა და ლესიჭინეში საავტომობილო გზის სარაებილიტაციო სამუშაოები იწყება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა შეასრულებს. დავით სიჭინავას მიერ მუნიციპალიტეტში კიდევ 4 პროექტი ხორციელდება.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დავით სიჭინავას შეხვდა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს”თავმჯდომარე კობა ჯიქია და მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დათო გოგუამ დავით სიჭინავას სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება სთხოვა და მუნიციპალიტეტის მხრიდან აღნიშნულის უზრუნველსაყოფად , კომპეტენციის ფარგლებში სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აღუთქვა.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.