დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...

ჩხოროწყუს მერი ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ა(ა)იპ სასპორტო სკოლასთან არსებული ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს, მშობლებსა და მწვრთნელს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და სენაკში, ტაეკვანდოში ჩატარებულ ღია პირველობაში მიღწეული წარმატება მიულოცა. "აღნიშნულ ღონისძიებაში ჩხოროწყუს კომპლექსური სასპორტო სკოლის ტაეკვონდოს ჯგუფის სპორტსმენებმა 6-პირველი, 6-მეორე, 4-მესამე ,ხოლო გუნდურში მეორე ადგილი დაიკავეს....

ჩხოროწყუში “ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ მამომობილი ჩამოვიდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება) ,,კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მოზნობრივ მოსახლეობაში. ასევე, აღმოაჩინოს...

გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება. ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ახალი საავტომობილო ხიდი, ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში აშენდება.

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

ჩხოროწყუში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, 21 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციას, "ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ , რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეუერთდა. ღონისძიების მონაწილეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე ,,ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს“ , ქუჩაში...

ჩხოროწყუს მერი ჭოღაში მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სოფლის ხელმძრვანელებთან და საკრებულოს ფრაქცია ,"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობას სოფელ ჭოღაში შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. "ადგილობრივები ჭოღაში მინი...

ჩხოროწყუში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,სუფთა რეგიონი″ წელს სოფელი ქვედა ჩხოროწყუ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით, მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა...

ჩხოროწყუს მერი სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში გაიმართა. მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ...