ჩხოროწყუში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

  • დღეს, 21 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციას, “ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ , რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეუერთდა.

ღონისძიების მონაწილეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე ,,ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს“ , ქუჩაში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოაწყვეს კინოჩვენება.

ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.