გუბერნატორი დღეს მოქალაქეებს ჩხოროწყუში შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს, ჩხოროწყუში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის: მოქალაქეთა მიღებები ჩხოროწყუმდე გაიმართა აბაშაში, მარტვილსა და ხობში. შეხვედრები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. +16

ჩხოროწყუში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები მუზეუმს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა საჩუქრად გადასცა.