ჩხოროწყუში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო

  • ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები მუზეუმს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა საჩუქრად გადასცა.