ჩხოროწყუში სასკოლო “კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა

დღეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და რესურსცენტრის მხარდაჭერით სასკოლო "კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 19 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლემ მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, ნომინაციაში კი ,,ჟიურის სიმპათია“ 2 კონკურსანტი შეირჩა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის...