ჩხოროწყუში სასკოლო “კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა

  • დღეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და რესურსცენტრის მხარდაჭერით სასკოლო “კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა 19 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლემ მიიღო.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, ნომინაციაში კი ,,ჟიურის სიმპათია“ 2 კონკურსანტი შეირჩა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება ახალგაზრდა თაობაში.

კონკურსს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრნენ.