დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ კობა წურწუმიას დაბადებიდან 42 წელი შეუსრულდებოდა. კობა წურწუმიამ სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გაწირა. ის ომში წინა ხაზზე იბრძოდა და 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გმირულად დაიღუპა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ...

