- დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ კობა წურწუმიას დაბადებიდან 42 წელი შეუსრულდებოდა.
კობა წურწუმიამ სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გაწირა. ის ომში წინა ხაზზე იბრძოდა და 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გმირულად დაიღუპა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან კობა ჯიქიასთან, საკრებულოს წევრებთან და მერის პირველ მოადგილესთან ლაშა ჟვანიასთან ერთად, პატივი მიაგეს გმირის ნათელ ხსოვნას და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
კობა წურწუმიას სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში — როგორც თავდადების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის სიმბოლო.

