დღეს, სოფელ მუხურში, მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში შეკრებილ საზოგადოებას საშუალებას ჰქონდა ფუტკრის პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების, ნახატების გამოფენა-გაყიდვაში, თაფლის დეგუსტაციასა და სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის...

