- დღეს, სოფელ მუხურში, მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში შეკრებილ საზოგადოებას საშუალებას ჰქონდა ფუტკრის პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების, ნახატების გამოფენა-გაყიდვაში, თაფლის დეგუსტაციასა და სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეში, დამთვალიერებლები გაეცნენ მეგრული იშვიათი ჯიშებისგან წარმოებულ ღვინოებსა და ხილს, ასევე მუხურის გამორჩეულ თაფლს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

