საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ „ნაფიჩხოვოში“, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეორე არასრულწლოვანს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისთვის...
ჩხოროწყუში ტობავარჩხილის ტურისტული სეზონი გაიხსნა
ტობავარჩხილის ტბაზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია, ვიზიტორთა ჯგუფთან ერთად ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და უხვნალექიანობის გამო, წელს სეზონის გახსნა შედარებით დაგვიანდა - უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტბამდე მისასვლელი გზა სპეციალურ შემოწმებას მოითხოვდა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მერმა ადგილზე დაათვალიერა...
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი ჩხოროწყუში: სოფელ მუხურში სახელმწიფო ტყიდან ხეები მოჭრეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე...
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაო. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმების პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან ერთად, გამოვლინდა რომ ცხოველის და ფრინველის დაკვლა, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა. სურსათის ეროვნული...
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა...
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. “2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც...
უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. “ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო...










