ტობავარჩხოროწყუში ბევრი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, მაგრამ დღეს მოგიყვებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ალპურ ზოლში, მდინარე ხობისწყლის აუზში მდებარე ტბაზე, რომელსაც „ტობავარჩხილი“ ჰქვია. ის ხშირად ხდება ადგილობრივების და ტურისტების აღფრთოვანების მიზეზი. „ტობავარჩხილი“, ანუ ვერცხლის წყალი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ლეგენდის თანახმად, ტობას ტბაზე ამოსული მწყემსები ერიდებოდნენ ამ წყალში ბანაობას, მეტი, ხელის დასველებასაც...
ლეგენდა ტობავარჩხილზე
ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბაა, ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი, რომელიც ჩხოროწყუს სახელს ალამაზებს. უძველესი ლეგენდა ამბობს, "ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება". მნახველი აღწერს: "ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე...