2022 წლისთვის, ტურისტები, ტობავარჩხილისკენ, შეუფერხებლად ივლიან

  • ტობავარჩხოროწყუში ბევრი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, მაგრამ დღეს მოგიყვებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ალპურ ზოლში, მდინარე ხობისწყლის აუზში მდებარე ტბაზე, რომელსაც „ტობავარჩხილი“ ჰქვია. ის ხშირად ხდება ადგილობრივების და ტურისტების აღფრთოვანების მიზეზი.

„ტობავარჩხილი“, ანუ ვერცხლის წყალი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ლეგენდის თანახმად, ტობას ტბაზე ამოსული მწყემსები ერიდებოდნენ ამ წყალში ბანაობას, მეტი, ხელის დასველებასაც კი, რადგან ეს ცუდი ამინდის მომასწავებელი იყო ძველთაძველი ლეგენდის თანახმად. დღეს, ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა და ტობას ტბაზე ასული ტურისტი აუცილებლად, როგორც წესი, სვამს ტობას ანკარა  წყალს.

ტურისტებს ტობას სტუმრობა აგვისტოს ბოლომდე შეუძლიათ, შემდეგ ეს ადგილი თოვლით იფარება. ტობავარჩხილი ბოლომდე, რომ შეიგრძნო, იქ სულ ცოტა 4 ღამე უნდა გაათიო. სათანადოდაც აღჭურვილი უნდა იყო, რომ  ბოლომდე ისიამოვნო ულამაზესი სანახაობებით.

ალბათ, გაინტერესებთ რამდენად უსაფრთხოა გზა ტობავარჩხილამდე. გეტყვით,  მარშუტი ძალიან რთულია. სწორედ ამ ახლა, ტობავარჩხილამდე მარშუტის უფრო მარტივად გასავლელად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემიდან მუხურიდან, ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი ახორციელებს.

 ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, 2022 წელს დასრულებული იქნება ტობავარჩხილისკენ მიმავალი მარშრუტის რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და ტურიზმის განვითარებას ზოგადად, სამეგრელოში.

მასალა მოამზადა ფიქრია სიჭინავამ 

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *