საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების...

ირაკლი ღარიბაშვილი – პენსიონერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1995 150 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 995 150 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.7 % ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.2%. 4 ნოემბერს აიცრა 4 063 ადამიანი.

3469 აცრა ჩატარდა 3 ნოემბერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.

3868 ადამიანი აიცრა 2 ნოემბერს

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

4 151 ადამიანი აიცრა 29 ოქტომბერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 974 521აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 034 853 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %. სრულად ვაქცინირებულია 938 134 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.8%. 29 ოქტომბერს აიცრა 4 151 ადამიანი.

26 ოქტომბერს აიცრა 4878 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %. სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.6%. 26 ოქტომბერს აიცრა 4 878 ადამიანი.

24 ოქტომბერს 4 927 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 955 943 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 026 989 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %. სრულად ვაქცინირებულია 928 081 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. 25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აიცრა 1 877 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 950 693 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %. სრულად ვაქცინირებულია 925 169 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.4%. 24 ოქტომბერს აიცრა 1 877 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 926 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი...