ჩხოროწყუში ბავშვთა დღე აღნიშნეს

დღეს, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს. პატარებმა ასფალტი მოხატეს, გაიმართა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩოგბურთში, ასევე ჩატარდა ველორბოლა, რომელშიც 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა...