ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედაენის დღე აღინიშნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებულმა წრეებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქალაქის #2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან გამართეს. ღონისძიების მონაწილეებმა ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ პერფომანსი წარმოადგინეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის...